მაურიციო სარი: პრობლემების გადაჭრა მხოლოდ დროის საკითხია

AutoSharing Option
სერია A-ს მე-16 ტურში "ნაპოლის" შეეძლო პირველი ადგილი დაებრუნებინა, მაგრამ "სან პაოლოზე" "ფიორენტინას" დამარცხება ვერ მოახერხა (0:0) და 1 ქულით ჩამორჩება ლიდერ "ინტერს".

ნამატჩევს ნეაპოლური გუნდის დამრიგებელმა მაურიციო სარიმ შემდეგი განაცხადა:"შვება ვიგრძენი, რადგან კვლავ წარმოვაჩინეთ გამარჯვებისკენ სწრაფვა და მომენტები შევქმენით. ჩვენი მეტოქე კარგ ფორმაშია და მიუხედავად ამისა, თამაშით მაინც დავჯაბნეთ.

კარგად ვიასპარეზეთ და არავის ლაპარაკს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. ჩემპიონატი რეალურ ცხოვრებას გავს - სადაც პრობლემებია, მათი გადაჭრა მხოლოდ დროის საკითხია. იმარჯვებს ის, ვინც მათ დროულად უმკლავდება".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული