აურელიო დე ლაურენტისმა გუნდი საშობაო საღამოზე ამხიარულა

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მთელი გუნდი და კლუბის მაღალჩინოსნები, რომლის უმრავლესობას მისი ოჯახის წევრები შეადგენენ, საშობაო საღამოზე რესტორან "ვილა დანჯელოში" დაპატიჟა. ეს რესტორანი საუკუნეზე მეტი ხნისაა და ნეაპოლის ყურეს ზემოდან გადაჰყურებს.

ყველამ ძალიან იმხიარულა, გემრიელი კერძები დააგემოვნეს, ცნობილი მომღერლების სიმღერებს მოუსმინეს, ულამაზესი ტორტიც გაჭრეს და მიირთვეს.

ყველაზე მეტად კი თავად დონ აურელიომ იხალისა, რომელიც მწვრთნელის მაურიციო სარის ელეგანტურ ფორმაში ყოფნამ გააოცა და უთხრა, შენ ჩემო მაურიციო, ისეთ ფორმაში ხარ, ეგებ კინოშიც კი გადაგიღო, ოღონდ, თუ სკუ
დეტოს მოიგებთო.

გეცოდინებათ უთუოდ, დე ლაურენტისი ცნობილი კინოპროდიუსერია, კომპანია Filmauro-ს მფლობელია და 70-ზე მეტი ფილმი აქვს გადაღებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული