''ბებერი ქალბატონის'' ხელმძღვანელობა პოლონელ კარის დარაჯს ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონის შემცვლელად თვლის, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს.
შენსნიმ იტალიურ მედიასთან ამ საკითხის შესახებ ისაუბრა.
''როდესაც ამ გადაწყვეტილებას ვიღებდი, არ მიფიქრია, თუ რა იქნებოდა 2018 წელს. ვფიქრობ, რომ ამ ერთ სეზონში ბუფონთან ერთად ვარჯიში ბევრს შემძენს.
"იუვენტუსი'' იმსახურებს, მსოფლიოში საუკეთესო მეკარე ჰყავდეს.
მე ერთი წამით არ მინანია ჩემი გადაწყვეტილება'', - აღნიშნა შენსნიმ.
მომზადებულია football-italia-ს მიხედვით