ლუჩანო სპალეტი: ეს წაგება ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის მე-17 ტურში "ინტერი" "სან სიროზე" დამარცხდა "უდინეზესთან" 1:3. ამ სეზონში პირველ წაგებულ მატჩზე კომენტარი ნერიაძურის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა:

"პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, თუმცა როგორც გვჩვევია, მომენტები ვერ გამოვიყენეთ, შესვენების შემდეგ კი ვერ ვივარგეთ. ბევრი ელემენტარული შეცდომა დავუშვით და დავისაჯეთ. შეცვლაზე გაბიადინი შევუშვი, მაგრამ ამან არაფერი არ შეცვალა.

ეს ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს. იტალიის ჩემპიონატზე გუნდებს შორის კლასში სხვაობა მინიმალურია და კონცენტრაციის დაკარგვისას უმალ ისჯები".
მკითხველის კომენტარები / 1 /
მე რომას ფანი ვარ და ძაან გამიხარდა სპალეტი რომ წავიდა დიფრანჩესკო ასი თავით სჯობს ამ კუს , და სალაჰიც არ მომწონდა და რა მოწონთ ერთი სალაჰში მთელი მსოფლიო მაგაზე რომ ლაპარაკობს გაოცებული ვარ სირბილის მეტი არაფერი იცის და მაგარი მაზილაა
Totti
18:51 17-12-2017
0

სიახლეები პოპულარული