სიტუაცია გუნდის მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ განმარტა. მისი თქმით, დიბალასთან ურთიერთობა არ შეცვლილა, რაც მათ გუნდში გადავიდა, სამ წელიწადში დიდ პროგრესს მიაღწია, კიდევ შეუძლია მოუმატოს, ვნებს ნეიმართან, მესისთან და რონალდოსთან შედარება, არ შეიძლება 24 წლის ბიჭის იმათთან შედარება, რომლებმაც 10 "ოქროს ბურთი" მოიპოვეს, მაგრამ ეს იტალიაა, სადაც ზოგიერთი ნახევარ საათს ითამაშებს და 40 მილიონი ღირს.