"იუვენტუსი" ზაფხულში, სავარაუდოდ, ალეგრის დაითხოვს

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ზაფხულში "იუვენტუსი", სავარაუდოდ, გუნდის მთავარ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრის გაათავისუფლებს.

"შეშლილ მაქსს" "ვეკია სინიორასთან" კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, მაგრამ ის ვადაზე ადრე შეწყდება.

"ალიანს სტედიუმზე" ალეგრის შეცვლის მთავარ კანდიდატად ტიაგო მოტა სახელდება, რომელიც ახლა "ბოლონიას" უდგას სათავეში და კლუბს, დიდი ალბათობით, ჩემპიონთა ლიგაზეც გაიყვანს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული