"ვის მივუჩენ კვარაცხელიას?" - ალეგრიმ "ნაპოლისთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა

AutoSharing Option
დღეს, 3 მარტს, სერია A-ს 27-ე ტურის ცენტრალურ მატჩში "ნაპოლი" "იუვენტუსს" უმასპინძლებს. "ბიანკონერის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ პრესკონფერენციაზე სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

"ძალიან რთული დაპირისპირება გველოდება და მეტოქის დასამარცხებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

ჩვენი ამოცანაა, რომ "ნაპოლის" ბურთის გაკონტროლების საშუალება არ მივცეთ. ჩემი ბიჭები შესანიშნავ ფორმაში არიან და "პარტენოპეისთან" დაპირისპირებას მოუთენლად ელოდებიან.

ვინ ეცდება კვარაცხელიას შეჩერებას? ჯერჯერობით ეს გადაწყვეტილი არ მაქვს.

ამ სტადიონზე თამაში 5 წელია არ მოგვიგია, დიდი იმედი მაქვს, რომ დადებითი შედეგის მიღწევას ამჯერად მაინც შევძლებთ.

"ნაპოლის" ახალ მწვრთნელს კ
არგად არ ვიცნობ, თუმცა სარისთან არაერთი წლის განმავლობაში მუშაობდა, ამიტომ მის შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა "ბარსელონასთან" და "სასუოლოსთან" კარგი შეხვედრები ჩაატარა", - განაცხადა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, გუნდებს შორის შეხვედრა 23:45 საათზე დაიწყება.

altალეგრი: "ინტერს" ძალიან მაგარი სეზონი აქვს, თუმცა ბოლომდე ვიბრძოლებთ

alt"იუვენტუსში" ალეგრის შესაძლო შემცვლელი ცნობილია

altსაუდის არაბეთში მოდრიჩსა და ალეგრისაც ეპატიჟებიან - ორივეს მეგა-შეთავაზება აქვს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული