ალეგრი: "ინტერს" ძალიან მაგარი სეზონი აქვს, თუმცა ბოლომდე ვიბრძოლებთ

AutoSharing Option
"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ სერია A-ს პირველადგილოსან "ინტერზე" ისაუბრა.

ალეგრის თქმით, "ნერაძური" შესანიშნავ ფორმაშია, თუმცა "ბიანკონერი" ბოლომდე ბრძოლას აპირებს.

"ინტერი" შესანიშნავი გუნდია, თუმცა ვალდებულები ვართ, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ. არ დაგავიწყდეთ, 2 წლის წინ "იუვენტუსის" მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება იყო.

წარსულში ზედიზედ 9 სკუდეტო მოვიგეთ, ჩვენ უძლიერესი გუნდი ვიყავით.

არის თუ არა "ინტერი" ევროპის საუკეთესო კლუბებს შორის? გასულ სეზონში ისინი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ და ზრდას აგრძელებენ. ამისთვის კომპლიმენტებს იმსახურებენ, თუმცა ჩემი გუნდის მჯერა", - ციტირებს ალეგრის სიტყვებს იტალიელი ჟურნალისტი
ალფრედო პედულა.

შეგახსენებთ, "ინტერი" სერია A-ს 60 ქულით ლიდერობს, "იუვენტუსი" კი 53 ქულით მეორე ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული