იტალიური პრესა: "მილანი" შესაძლოა გასპერინის ჩააბარონ

AutoSharing Option
იტალიური "მილანის" მომავალ მწვრთნელთან დაკავშირებით არაერთი სპეციალისტის გვარმა გაიჟღერა.

მათ შორის იყვნენ ანტონიო კონტე და რობერტო მანჩინი.

Corriere dello Sport-ში გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთი კანდიდატი, რომელმაც შესაძლოა "როსონერი" დამოძღვროს, ჯან პიერო გასპერინია.

60 წლის დამრიგებელი ამჟამად სათავეში ბერგამოს "ატალანტას" უდგას, სადაც წარმატებით მუშაობს.

იტალიური პრესა "მილანის" ამჟამინდელ მწვრთნელ ჯენარო გატუზოს სეზონის შემდეგ დათხოვნას უწინასწარმეტყველებს.

საინტერესოა, რომ 2011 წელს გასპერინი "მილანის" მოსისხლე მტერს, "ინტერს" ედგა სათავეში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული