პაოლო მალდინი: "მილანი" გატუზოს გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გაყვანას ვერ მოსთხოვს

AutoSharing Option
"მილანისა" და იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა პაოლო მალდინიმ როსონერის მწვრთნელი ჯენარო გატუზო შეაქო.

"რინო ფეხბურთელებს თავის იდეებს გადასცემს, ასწავლის როგორ უნდა ითამაშონ ფეხბურთი. ის მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა, მაგრამ მისი შრომა ნაყოფს იღებს.

რა თქმა უნდა, ჯენაროს დრო სჭირდება. გატუზოს ნაღვაწს შედეგებით შეაფასებენ, თუმცა გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გაყვანას ვერ მოსთხოვენ. ეს ამოცანა გუნდს სეზონის წინ დაუსახეს, მაგრამ ახლა სხვა რეალობაა, -  განუცხადა პაოლომ "გაზეტა დელო სპორტს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული