ბრძოლას მესამე ტურში ტომასი გამოეთიშა, მეოთხე ტურში ხმების საჭირო რაოდენობა კი ვერც გრავინამ და ვერც სიბილიამ მიიღეს.
ამ შემთხვევაში, იტალიის ოლიმპიურ კომიტეტს შეუძლია დანიშნოს რიგგარეშე კომისარი, რომელიც ფედერაციის ხელმძღვანელი იქნება.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი კარლო ტავეკიო "სკუადრა აძურას" დაკავებული თანამდებობიდან გადადგა და ახლა ეს პოსტი ვაკანტურია.