იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: ვისაც სეზონის განახლება არ უნდა, ფეხბურთი ან იტალიელები არ უყვარს

AutoSharing Option
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გაბრიელე გრავინა სერია A-ს განახლების მომხრეა.

"სპორტის მინისტრ ვიჩენცო სპადაფორას მიაჩნია, რომ ჩემპიონატის 4 მაისს განახლება შეიძლება. მას ვეთანხმები. ეს საჭიროა აუცილებელი უსაფრთხოების ზომების გატარებით მოხდეს. ეს ჩვენი ქვეყნისთვის რთული მომენტია, ეკონომიკისთვის, ფეხბურთისთვის. ჩვენ სწორ გზას პასუხისმგებლობითა და ჯანსაღი აზრით მივაგნებთ.

ვინც სეზონის ვადამდე დასრულებას მოითხოვს, ფეხბურთი ან იტალიელები არ უყვარს. მათ უნდათ მომავლის იმედი წაგვართვან. მე ჩემს პოზიციას ბოლომდე დავიცავ", - განაცხადა გრავინამ რადიო "რაის" ეთერში.

იტალიაში პანდემიის 172 434 შემთხვევა დაფიქსირდა. 22 745 ადამიანი
გარდაიცვალა, 42 727 გამოჯანმრთელდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული