"ჩემი მიზანია, რომ კლუბი ჩავიბარო და ამ ეტაპზე მე ნაკრების დამრიგებელი არ გავხდები. რომელი იქნება ეს კლუბი? სია ძალიან დიდია და არჩევანიც საკმაოდ მაქვს. რამდენიმე თვე მოიცადეთ და ყველაფერი ცნობილი გახდება", - განაცხადა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ იტალიელი სპეციალისტი მიუნხენის "ბაიერნიდან" დათხოვნის შემდეგ ჯერაც უმუშევარია.