ჯენარო გატუზო: სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ

AutoSharing Option
სერია A-ს 23-ე ტურში გასვლაზე "უდინეზესთან" ფრედ (1:1) დასრულებული მატჩი "მილანის" მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ ასე შეაფასა:

"ძალიან საწყენია, რომ ვერ გავიმარჯვეთ. ამ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ. გუნდმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინა. ვერ მოვიგეთ, მაგრამ თამაშით კმაყოფილი ვარ.

კალაბრიას გაძევება? პერიოდულად ფეხბურთელები უშვებენ ასეთ შეცდომებს. უკვე ვთქვი, რომ გამოცდილებას ვერ იყიდი. გაძევებამდე კარგად გაისარჯა.

ეს "მილანი" ჩემს თავს მაგონებს. კარგად თამაშობს, თუმცა მეტოქისთვის საქმის მოსათავებლად რაღაც არ ყოფნის. რომი ერთ დღეში არ აშენებულა, გუნდის დაყენებას დრო სჭირდება. ჩვენ მატჩიდან მატჩამდე ვუმატებთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული