მარჩელო ლიპი: "ნაპოლი" "იუვენტუსზე" ლამაზ ფეხბურთს თამაშობს

AutoSharing Option
იტალიის ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ სერია "ა"-ს მიმდინარე გათამაშებაზე ისაუბრა. გამოცდილი სპეციალისტის თქმით, "ნაპოლი" ყველაზე ლამაზ თამაშს ანახებს.

"იუვენტუსს" შეუძლია მოიგოს ყველაფერი, მაგრამ "ნაპოლი" უფრო სანახაობრივ თამაშს ანახებს. ალეგრის ორი გუნდი ჰყავს და მას შეუძლია როტაციას ხშირად მიმართოს. სარის გუნდი კი ულამაზეს ფეხბურთს თამაშობს, თუმცა მათ მოკლე სკამი აქვთ.

ვინ მოიგებს სკუდეტოს? ტიტულისთვის ბრძოლა გრძელდება და "ნაპოლისთვის" დიდი დარტყმა იქნება, წელს თუ სკუდეტოს ვერ დაისაკუთრებენ", - განაცხადა ლიპიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული