Quotidiano Sportivo: დონარუმამ "მილანის" დატოვება გადაწყვიტა

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ გამოცემა Quotidiano Sportivo-ს თუ ვენდობით, ჯანლუიჯი დონარუმას ზაფხულში "მილანის" დატოვება გადაწყვეტილი აქვს. მისი გადაბირების სურვილი კი პსჟ-ს აქვს.

პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა ალფონსო არეოლოსა და კევინ ტრაპის თამაშით. ამიტომ ისინი პირველ ნომრად 18 წლის მეკარეს განიხილავენ.

დონარუმამ "როსონერისთან" პროფესიონალური კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულში გააფორმა, თუმცა მისი აგენტი მინო რაიოლა ამ ხელშეკრულებით უკმაყოფილო იყო და მას პსჟ-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები უკვე დაუწყია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნამეტანი ჭამაფიცილა გამოდის და დღეში ცხრა პარასკევი აქვს.ჯერ ასაკით პატარაა, მაგრამ თუ ასე გააგრძელა,მისგან დიდი მეკარე ვერ გაიზრდება.
სოსო
18:32 22-02-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული