ჰაქან ჩალჰანოღლუ: გატუზო უფრო ფსიქოლოგია, ვიდრე მწვრთნელი

AutoSharing Option
"მილანმა" იტალიის თასის 1/2-ფინალურ მატჩში "ლაციო" დაამარცხა და ფინალში ტურინის "იუვენტუსს" დაუპირისპირდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტები "როსონერის" ნახევარმცველ ჰაქან ჩალჰანოღლუს გაესაუბრნენ.

კითხვა შემდეგნაირად ჟღერდა: "რა შეცვალა ჯენარო გატუზომ გუნდში მოსვლის შემდეგ?"

"გატუზომ მთლიანად კლუბი შეცვალა და მათ შორის მეც ვარ. იგი ძალიან ბევრს მესაუბრება და ჩემს გონებაზე დიდ ზეწოლას ახდენს. ჯენარო უფრო მეტად ფსიქოლოგია, ვიდრე მწვრთნელი.

"რომას" დამარცხების შემდეგ 120 წუთის თამაში ძალიან რთული იყო. მით უმეტეს, არასდროს იცი, რა მოხდება პენალტებში", - აღნიშნა ჩალჰანოღლუმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული