მილანური კლუბები არტურო ვიდალისთვის იბრძოლებენ

AutoSharing Option
იტალიური კლუბები "მილანი" და "ინტერი" მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველის, არტურო ვიდალის შესაძენად იბრძოლებენ. ამის შესახებ იტალიური პრესა იუწყება.

ჩილელს "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტი 2019 წელს ეწურება და იტალიაში დაბრუნება მასაც სურს. გერმანელებმა მის პოზიციაზე ლეონ გორეცკა უკვე დაიმატეს და ვიდალს მასთან კონკურენცია ძალიან გაუჭირდება.

სამხრეთამერიკელი იტალიაში ტურინის "იუვენტუსის" რიგებში ირჯებოდა, თუმცა 2015 წელს "ბაიერნში" გადაბარგდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული