როდის გაიმართება გადადებული მილანური დერბი?

AutoSharing Option
როგორც იცით, იტალიის სერია "ა"-ს 27-ე ტურის შეხვედრები ფლორენციის "ფიორენტინას" კაპიტნის, დავიდე ასტორის გარდაცვალების გამო გადაიდო.

აღნიშნულ ტურში მსოფლიოში ერთ-ერთი საინტერესო მატჩი უნდა გამართულიყო, სადაც "მილანი" "ინტერს" უნდა დაპირისპირებოდა. როდის გაიმართება "დერბი დელა მადონინა"?

ამის სამი ვარიანტი არსებობს. პირველი - 3 ან 4 აპრილი. ეს იმ შემთხვევაში, თუ "მილანი" ევროპის ლიგის 1/4-ფინალში გასვლას ვერ შეძლებს.

მეორე - 25 აპრილი, რომელიც იტალიაში გათავისუფლების დღედაა მიჩნეული და ყველა ისვენებს. მესამე ვარიანტი 9 მაისია. ამ შემთხვევაში იტალიის თასის ფინალი "მილანსა" და "იუვენტუსს" შორის
25 მაისისთვის გადაიწევს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული