იტალიური პრესა: "მილანი" შესაძლოა კიდევ გაიყიდოს

AutoSharing Option
სერია A-ს ბინადარი "მილანი" შესაძლოა, არაბული კომპანიის მმართველობის ხელში გადავიდეს. ამის შესახებ იტალიური პრესა იუწყება.

"როსონერის" შეძენით ბიზნესმენ საიდ ალ-ფასლის კომპანიაა დაინტერესებული. საქმე იმაშია, რომ ლომბარდიელთა მოქმედი მფლობელი იონგ ჰონგ ლი "მილანის" ფინანსური დავალიანების გასტუმრებას ვერ ახერხებს.

ამის გამო, შესაძლოა, "როსონერის" უეფამ სანქციები დააკისროს. ყველაფერი კი სეზონის დასრულების შემდეგ უნდა გაირკვეს.

ფინანსების ვერმოძიების შემთხვევაში, "მილანი" სავარაუდოდ, ბოლო 2 წელიწადში მეორე მფლობელს გამოიცვლის.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
მილანის ყიდვას მაგ ფასად საქართველოში 17 კლუბს იყიდი
Giorgi
21:05 15-03-2018
1
ნეტა რაა
Irakli Apkhaidze
17:04 15-03-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული