"როსონერის" შეძენით ბიზნესმენ საიდ ალ-ფასლის კომპანიაა დაინტერესებული. საქმე იმაშია, რომ ლომბარდიელთა მოქმედი მფლობელი იონგ ჰონგ ლი "მილანის" ფინანსური დავალიანების გასტუმრებას ვერ ახერხებს.
ამის გამო, შესაძლოა, "როსონერის" უეფამ სანქციები დააკისროს. ყველაფერი კი სეზონის დასრულების შემდეგ უნდა გაირკვეს.
ფინანსების ვერმოძიების შემთხვევაში, "მილანი" სავარაუდოდ, ბოლო 2 წელიწადში მეორე მფლობელს გამოიცვლის.