მარკო პაროლო: იტალიის ნაკრებს მარიო ბალოტელი არ სჭირდება

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ სკუადრა აძურა გოლის გატანას ვერ ახერხებს, მისი ნახევარმცველი მარკო პაროლო ამბობს, რომ "ნიცას" თავდამსხმელი მარიო ბალოტელი არ სჭირდებათ:

"ჩვენ ყველა საჭირო ფეხბურთელები გვყავს, მათ შორის ფორვარდი ჩირო იმობილე, რომელიც "ოქროს ბუცისთვის" იბრძვის. სხვებმა შეიძლება კარგად ითამაშონ, მაგრამ ჩვენი გუნდი სრულად დაკომპლექტებულია.

ცოტა არ გვიმართლებს და გოლი ვერ გაგვაქვს. ისე, მომენტებს ვქმნით. მთავარი მომენტებია, გოლების გატანას კი დავიწყებთ".

საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატის 21 მატჩში ბალოტელიმ 14 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
იმიტომაც გახვედით მსოფლიოზე რ იმ ნაკრების დედაც ვატირე მე! ვინ არის რას წარმოადგენს საერთოდ? :) აქეთ საშინელი თავდამსხმელები კიდე გული აგერევა! ბალოტელი ყველას 10 თავით ჯობს :) ამ ციკლში რო ეთამაშებინათ ბალოტელი ახლა მსოფლიოსთვის მოემზადებოდნენ მაგრამ ვენტურა იქ მაინც ჩატოვებდა ჯგუფში
SuperMario45
22:22 25-03-2018
0

სიახლეები პოპულარული