"მილანმა" "სასუოლოსთან" ფრეს ძლივს მიაღწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მას შემდეგ, რაც "მილანი" ჯენარო გატუზომ ჩაიბარა, გუნდმა სერია A-ზე ერთობ წარმატებულად იასპარეზა, მაგრამ ბოლო 3 ტურში წაიფორხილა: ჯერ "იუვენტუსთან" 1:3 წააგო, მერე "ინტერთან" ნულოვან ფრეს დასჯერდა, ახლა კი "სან სიროზე" "სასუოლოსთან" ქულა გაჭირვებით მოიპოვა. არადა, უდიდეს ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა.

ამ შეხვედრაში ანგარიში 75-ე წუთზე მატეო პოლიტანომ გახსნა, 86-ე წუთზე კი ნიკოლა კალინიჩმა საპასუხო გოლი გაიტანა.

როსონერი 31 ტურის შემდეგ 52 ქულით სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა და 15 აპრილს "ნაპოლის" მასპინძლობს. ამ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს ლეონარდო ბონუჩი,
რომელმაც მორიგი ყვითელი ბარათი მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული