მიუხედავად ნულოვანი ფრისა, მატჩი მეტად სანახაობრივი გამოდგა. სტუმრები უფრო სახიფათოდ უტევდნენ, თუმცა მასპინძლები დაცვაში არ ჩამდგარან.
ბონავენტურას და ჩალჰანუღლუს გოლის გატანა რეინამ არ დაანება. მატჩის დასასრულს კი მილიკის 2 მეტრიდან დარტყმული ბურთი სასწაულებრივ მოიგერია 19 წლის მეკარე დონარუმამ, რომელმაც იტალიის ჩემპიონატზე მე-100 შეხვედრა ჩაატარა.
"ნაპოლიმ" ვერ შეძლო მოგება და ალბათ, სკუდეტოს მოგების შანსიც დაკარგა.