ჯანლუიჯი დონარუმამ "მილანი" გადაარჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს 30-ე ტურში "სან სიროზე" "მილანისა" და "ნაპოლის" შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

მიუხედავად ნულოვანი ფრისა, მატჩი მეტად სანახაობრივი გამოდგა. სტუმრები უფრო სახიფათოდ უტევდნენ, თუმცა მასპინძლები დაცვაში არ ჩამდგარან.

ბონავენტურას და ჩალჰანუღლუს გოლის გატანა რეინამ არ დაანება. მატჩის დასასრულს კი მილიკის 2 მეტრიდან დარტყმული ბურთი სასწაულებრივ მოიგერია 19 წლის მეკარე დონარუმამ, რომელმაც იტალიის ჩემპიონატზე მე-100 შეხვედრა ჩაატარა.

"ნაპოლიმ" ვერ შეძლო მოგება და ალბათ, სკუდეტოს მოგების შანსიც დაკარგა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
დონარუმას სეივი???
Georgian
01:49 16-04-2018
0
ეტყობა მართლა სასწაული იყო და კამერამ ვერ დააფიქსირა?
სოსო
10:21 17-04-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული