"ინტერი" ლუჩანო სპალეტის კონტრაქტს მხოლოდ ერთ შემთხვევაში გაუხანგრძლივებს

AutoSharing Option
მილანის "ინტერი" თავის ამჟამინდელ დამრიგებელ ლუჩანო სპალეტის კონტრაქტს იმ შემთხვევაში გაუხანგრძლივებს, თუ "ნერაძური" ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს.

"სან-სიროს" ბინადრები ამჟამად მეხუთე პოზიციაზე იმყოფებიან და სანატრელ, მე-4 ადგილს ერთი ქულით ჩამორჩებიან.

სპალეტის კონტრაქტს ვადა 2019 წელს ეწურება, "ინტერს" კი დარჩენილ ხუთ ტურში "კიევოსთან", "იუვენტუსთან", "უდინეზესთან", "სასუოლოსთან" და "ლაციოსთან" მოუწევს პაექრობა.

მომზადებულია Calciomercato.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული