გამოცდილ სპეციალისტსა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა, სადაც მხარეებმა დეტალების შესახებ ისაუბრეს.
ალესანდრო კოსტაკურტამ ანჩელოტის შესთავაზა, ისე დაეკომპლექტებინა სამწვრთნელო შტაბი, როგორც თავად სურდა.
გავრცელებული ცნობით, კარლიტოს თანაშემწე ან მასიმო ამბროზინი, ანდაც ანდრეა პირლო იქნება.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ახალი მწვრთნელის ვინაობა 22 მაისამდე უნდა დაასახელოს.
მომზადებულია Football-italia.net-ის მიხედვით