"რომამ" "კიევო" არ დაინდო და "ლივერპულთან" შეხვედრისთვის კარგი განწყობა შეიქმნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 35-ე ტურში "რომამ" "ოლიმპიკოზე" "კიევო" გაანადგურა (4:1). გოლები პატრიკ შიკმა, ედინ ჯეკომ (2) და სტეფან ელ შაარავიმ გაიტანეს. სტუმართაგან ერთადერთი საპასუხო გოლის ავტორი რობერტო ინგლესეა.

56-ე წუთზე ჯალოროსოელი ჟუან ჟეზუში გააძევეს, ხოლო 59-ე წუთზე ინგლესემ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/2-ფინალურ მატჩში "რომა" "ლივერპულს" უმასპინძლებს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული