ტურინის "იუვენტუსთან" (2:3) შეხვედრამ "სან-სიროზე" 78 328 ადამიანი შეკრიბა. ამის შემდეგ "ინტერის" მატჩებზე დასწრებამ 1 026 177 ადამიანი შეადგინა.
გარდა ამისა, "ინტერს" "სასულოსთან" აქვს დარჩენილი საშინაო მატჩი.
მეორე ადგილზე "მილანია", რომლის მატჩებს 894 502 ადამიანი დაესწრო. "როსონერის" საშინაო მატჩებს, საშუალოდ, "ნერაძურის" მაჩვენებელზე 4.4 ათასით ნაკლები ადამიანი ესწრება.
მესამე ადგილს კი "ნაპოლი" იკავებს - 719 503 ადამიანი. მეოთხე ადგილზე ტურინის "იუვენტუსია" - 658 917 ადამიანი.
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით