"როსონერი" 26 წლის ფორვარდის ტრანსფერს სრული სერიოზულობით უდგება და მის სანაცვლოდ 25 მილიონი ევროს გადახდასაც აპირებს.
"მილანი" წინა ხაზში ზაფხულში სრულ გადახალისებას აპირებს. გუნდიდან წავლენ კარლოს ბაკა, ნიკოლა კალინიჩი და ანდრე სილვა.
გუნდის გაძლიერებას ლომბარდიელები კი სიმონე ძაძას სახით აპირებენ.
ძაძა ამჟამად "ვალენსიაში" ირიცხება, იქამდე კი "ვესტ ჰემსა" და ტურინის "იუვენტუსშიც" ირჯებოდა.