ბუფონის დაუჯერებელი სტატისტიკა - რამდენ მატჩში შეინახა ჯიჯიმ კარი მშრალად?

AutoSharing Option
Tuttosport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯანლუიჯი ბუფონისთვის "მილანთან" მშრალად შენახული კარი "იუვენტუსის" მაისურით მე-300 შეხვედრა აღმოჩნდა.

ჯიჯის "ბებერი ქალბატონის" რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 655 მატჩი აქვს გამართული, საიდანაც 300 მათგანში საკუთარ კარში ბურთი არ მიუღია. ეს ყველაფერი კი 46%-ს შეადგენს.

ბუფონს ასევე ეკუთვნის სერია ა-ს რეკორდი. მან გოლი 974 წუთის განმავლობაში არ გაუშვა. ჯიჯიმ კარი მშრალად ზედიზედ 10 მატჩის განმავლობაში შეინახა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული