ოფიციალურად: დიდი ერა დასრულდა, ჯიჯი ბუფონი "იუვენტუსიდან" წავიდა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა კლუბში კარიერა ოფიციალურად დაასრულა. 40 წლის ჯიჯიმ ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გამოცდილი მეკარე "ბებერი ქალბატონის" კარს 17 წლის განმავლობაში იცავდა.

ჯიჯი უკანასკნელად "იუვენტუსის" კარის უსაფრთხოებას 19 მაისს დაიცავს, როდესაც მისი გუნდი სერია ა-ს უკანასკნელ ტურში "ვერონას" უმასპინძლებს.

ბუფონმა "ბებერ ქალბატონთან" ერთად იტალიის ჩემპიონატი 11-ჯერ მოიგო. იგი ასევე 2006 წლის მსოფლიო, ხოლო 2012 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონია.

ვეტერანი მეკარესთვის ყველაზე ცუდი მოგონება ჩემპიონთა ლიგას უკავშირდება, რომელიც მას არასდროს მოუგია.

მისი მონაწილეობით "იუვენტუსი" ევროპის ყველაზე პრესტიჟული
ტურნირის ფინალში სამჯერ გავიდა, თუმცა სამივე შემთხვევაში დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მართლაც ლეგენდა!უდიდესი მეკარე და რაც მთავარია უაღრესად დადებითი პიროვნება! დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ძალიან საჭირო ადამიანი ფეხბურთისათვის!
0
უდიდესი ხარ ჯიჯი, მოგვენატრები კაპიტანო
liverpuli barselonas supermarketi.
16:15 17-05-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული