"იუვენტუსის" ყოფილ თავდამსხმელს, იაკვინტას მაფიასთან კავშირისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

AutoSharing Option
"იუვენტუსის" და იტალიის ნაკრების ექსფორვარდს, 38 წლის ვინჩენცო იაკვინტას მაფიასთან კავშირში ადანაშაულებენ.

ამჟამად ბოლონიაში ორგანიზებული დანაშაულებრივი ორგანიზაციის, "ნდრანგეტეს" საქმიანობის გამოძიება მიმდინარეობს.

ეჭვმიტანილ 140 ადამიანს შორის იაკვინტა და მისი მამაა. ვინჩენცოს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, მისი მამისთვის კი პროკურორი 19 წლით პატიმრობის მისჯას ითხოვს.

საქმე ეხება იტალიის ყველაზე ღარიბ პროვინციაში, კალაბრიაში 2012 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად სახელმწიფოს მიერ აღდგენითი სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხების მითვისებას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული