ჯენარო გატუზო მემფის დეპაიზე დასაკვირვებლად ტურინში ჩავიდა

AutoSharing Option
Tuttosport-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ "მილანის" მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო გუშინ ტურინში იმყოფებოდა, სადაც იტალიისა და ჰოლანდიის ნაკრებების ამხანაგურ შეხვედრას დაესწრო.

"როსონერის" დამრიგებლის მიზანი "ლიონის" ფეხბურთელზე, მემფის დეპაიზე დაკვირვება იყო, რომელიც ლომბარდიელთა მთავარი სამიზნეა.

გავრცელებული ცნობით, "მილანის" სპორტულმა დირექტორმა მასიმილიანო მირაბელიმ აღნიშნულ ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული