ოფიციალურ გადაწყვეტილებას უეფა მაქსიმუმ ხვალამდე გააჟღერებს, თუმცა თავად "მილანს" ამის შესახებ უკვე აცნობეს.
გამომდინარე აქედან, "მილანი" მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაში ვერ მიიღებს მონაწილეობას. "როსონერის" ასპარეზობა ჯგუფური ეტაპიდან უნდა დაეწყო.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ზაფხულში "მილანის" ხელმძღვანელობაში ჩინელი ინვესტორები მივიდნენ, რომელთაც ლი იუნხუნი მეთაურობდა. სეზონის მიმდინარეობისას პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ჩინელ ბიზნესმენს ფინანსური პრობლემები, მრავალმილიონიანი ვალები ჰქონდა.