კრიზისის დასაწყისი? - უეფამ "მილანი" ევროთასებიდან მოკვეთა და 30 მლნ ევროთი დააჯარიმა

AutoSharing Option
უეფამ "მილანი" ფინანსური fair play-ს წესების დარღვევისთვის ევროთასებიდან ერთი სეზონით მოკვეთა და 30 მლნ ევროთი დააჯარიმა, იუწყება Football Italia, Premium Sport-ზე დაყრდნობით.

ოფიციალურ გადაწყვეტილებას უეფა მაქსიმუმ ხვალამდე გააჟღერებს, თუმცა თავად "მილანს" ამის შესახებ უკვე აცნობეს.

გამომდინარე აქედან, "მილანი" მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაში ვერ მიიღებს მონაწილეობას. "როსონერის" ასპარეზობა ჯგუფური ეტაპიდან უნდა დაეწყო.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ზაფხულში "მილანის" ხელმძღვანელობაში ჩინელი ინვესტორები მივიდნენ, რომელთაც ლი იუნხუნი მეთაურობდა. სეზონის მიმდინარეობისას პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ჩინელ ბიზნესმენს ფინანსური პრობლემები, მრავალმილიონიანი ვალები ჰქონდა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნახე რა როგორ ანადგურებენ უდიდესი ისტორიის და მსოფლიოს ნომერ მეორე გუნდს. ნეიმარში იმაზე მეტი გადაიხადეს ვიდრე მილანმა დახარჯა ტრანსფერებზე. ეგაა რაა ამათი ფიფა და უეფა fair play მაშინ რატომ არ გაახსენდათ რუსეთისგან ქრთამი რომ აიღეს და დღეს ინფანტინო გვერდით რომ ეჯდა სოკო მედვედევს. forza milan
hancock
28 ივნისი 2018 00:18
3
მილანის ისტორიიდან გაქრობაღა დარჩა უეფას და ეგაა.. პსეჟე, სიტი არაფერს აშავებს ყველაფერი მილანის ბრალი ყოფილა! რა დღეშია ჩემი გუნდი..!
chaachi
27 ივნისი 2018 17:56
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული