უფრო მეტიც, CalcioMercato იუწყება, რომ "როხიბლანკოს" მთავარმა მწვრთნელმა "მილანის" ფორვარდს დაურეკა და მის გუნდში გადასვლა შესთავაზა.
იტალიურ კლუბს ნიკოლას სანაცვლოდ 22-25 მილიონი ევროს მიღება სურს.
კალინიჩის მსურველთა სიაში ასევე ფრანკფურტის "აინტრახტი", "შალკე" და მოსკოვის "სპარტაკი" ფიგურირებენ.
"მილანი" ნიკოლა კალინიჩს ვერდიქტს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გამოუტანს