წყაროს ცნობით, "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობას პორტუგალიელის აგენტ ჟორჟე მენდეშთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.
სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ჟოაო კანსელო კარიერას მასიმილიანო ალეგრის გუნდში გააგრძელებს.
გამოცემა ასევე რონალდოსა და "იუვენტუსის" ფანების ურთიერთობას ეხმაურება და იმ მომენტს იხსენებს, როდესაც ტურინელი ფანები მას ფეხზე ამდგარი ტაშს უკრავდნენ.
Tuttosport-ი ასევე წერს, რომ კრიშტიანოს დაკლებულმა სატრანსფერო ღირებულებამ ასევე შესაძლოა გარდამტეხი როლი ითამაშოს და პორტუგალიელიც "ბებერი ქალბატონის" ფორმით ვიხილოთ.
კარლოს კეირუში: რონალდო იმიტომ არ გააძევეს, რომ ვარსკვლავია?