"ნაპოლი" 21 წლის მეკარეს დღეს ოფიციალურად გაიფორმებს

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, 21 წლის მეკარე ალექს მერეტი დღეს "ნაპოლიში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბის წევრი ოფიციალურად გახდება.

ჯერჯერობით არაა ცნობა იმის შესახებ, თუ რა თანხის გადახდა მოუწევთ ნეაპოლიტანელებს მის სანაცვლოდ.

მერეტი "უდინეზეს" აღზრდილია, ბოლო ორი სეზონის განმავლობაში კი განათხოვრებით "სპალის" ღირსებას იცავდა.

მას იტალიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული