"ნაპოლიმ" ერთ დღეში ორი მეკარე ოფიციალურად დაიმატა

AutoSharing Option
იტალიის ვიცე-ჩემპიონმა "ნაპოლიმ" ერთ დღეში ორი მეკარის დამატების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

კარლო ანჩელოტის კლუბს 32 წლის კარის დარაჯი ორესტის კარნეზისი და 21 წლის ალექს მერეტი გააძლიერებენ.

საინტერესოა, რომ ორივე "უდინეზეს" საკუთრება იყო. გასულ სეზონში კარნეზისი განათხოვრებით "უოტფორდში", ხოლო მერეტი "სპალში" ასპარეზობდა.

აქვე გეტყვით, რომ ნეაპოლიტანელებმა ასევე ოფიციალურად "ბეტისიდან" ფაბიან რუისის დამატებაც გვაუწყეს.

alt"ნაპოლიმ" ფაბიან რუისი იყიდა, ჟორჟინიო კი "სიტიში" გაუშვა

alt"ნაპოლი" 21 წლის მეკარეს დღეს ოფიციალურად გაიფორმებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული