კრიშტიანო რონალდო: ბავშვობაში ვოცნებობდი "იუვენტუსში" მეთამაშა

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდომ გუშინ Juventus TV-ს ინტერვიუ მისცა და ტურინული კლუბისადმი, ქება-დიდების შემცველი სიტყვები არ დაიშურა.

"აქ თავს შესანიშნავად ვგრძნობ და ყველაფერი კარგად მიდის. ნამდვილად, ბედნიერი ვარ.

"იუვენტუსი" უდიდესი კლუბია და ბავშვობაში, როდესაც მის თამაშებს ვუყურებდი, ვოცნებობდი, ამ გუნდის მაისურით მეც მეთამაშა.

"იუვენტუსი" იტალიაში საუკეთესო, ხოლო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია".

რონალდოს ასევე დაეკითხნენ ტურინში "რეალის" მაისურით გატანილ გოლზე, რომელსაც "ბებერი ქალბატონის" გულშემატკივრები ოვაციებით შეხვდნენ.

რა გავლენა მოახდინა ამ ბურთმა მის გადაწყვეტილებაზე, გადასულიყო "იუვენტუსში".

"ასეთი ფაქტი ჩემს ცხოვრებაში აქამდე არასდროს მომხდარიყო და
ამის შემდეგ ტურინული კლუბი უფრო მეტად დავაფასე.

პატარა დეტალები დიდი გადაწყვეტილების მიღებაში ყოველთვის გეხმარება. ვერ ვიტყვი, რომ ამან ტურინში გადმოსვლაში გადამწყვეტილი როლი ითამაშა, თუმცა ამან ჩემს გადაწყვეტილების მიღებას ხელი შეუწყო", - აღნიშნა რონალდომ.

altდანი სებალიოსი: "რეალს" რონალდოს არყოფნა არც შეემჩნევა

altროცა მივდივართ, ის კიდევ ვარჯიშობს - დუგლას კოშტა კრიშტიანო რონალდოთი აღფრთოვანებულია

მკითხველის კომენტარები / 1 /
სამწუხაროდ შენისთანა ფეხბურთელები დღეს მიღებულია. იუვენტუსი და სასუოლო ერთია, მთავარია ფული გადავიხადონ, მერე ყველა ბავშვობის Oცნებად იქცევიან. შენ პირადი დიდება გაინტერესებს, თორემ შენთვის იუვე არაფერია. სულ სხვა იყო შირეა, როსი, ბეტეგა, ჯენტიოე აი Nანდვილი იუვენტუსელები. შენ მეძავი ხარ, რეალი როგორ გაყიდე !!!
G.A.L.
21:13 12-08-2018
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული