"გვეგონა, მეტოქისთვის საქმე მოთავებული გვქონდა და მოვეშვით. თამაშის ტემპიც დავაგდეთ. როდესაც მეტოქეს პრესინგის საშუალებას აძლევ და თავს ცუდად იცავ, ისჯები.
ეს დიდი გამარჯვებაა, გამარჯვებაა, რომელიც გვჭირდებოდა. მთავარია, 3 ქულა ავიღეთ.
რონალდო ფიზიკურად შესანიშნავადაა მზად და ეს იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ 7 დღე ივარჯიშა. სამწუხაროა, რომ გოლი ვერ გაიტანა. რამოდენიმე მომენტი ჰქონდა. მეკარე სორენტინომ კარგად ითამაშა.
კრიშტიანო რამდენიმეჯერ კარგად გაიხსნა, მაგრამ ნახევარმცველებმა ვერ შეამჩნიეს. კმაყოფილი ვარ კრიშტიანოს
"იუვენტუსმა" გაიმარჯვა, რონალდოს თამაშმა კი აშკარად უკეთესის სურვილი დატოვა.