იმედია, ჭკუას ისწავლის - ტრავმირებულმა ნაინგოლანმა მილანური ცხოვრება გართობით დაიწყო

AutoSharing Option
იტალიური პრესა იუწყება, რომ "ინტერის" ახალწვეული რაჯა ნაინგოლანი გუშინ ქალაქ ბერგამოს ერთ-ერთ ღამის კლუბში იმყოფებოდა, სადაც საკმაოდ გვიანობამდე შეყოვნდა.

საინტერესოა, რომ ბელგიელი დღეს დილით "ნერაძურის" ვარჯიშზე გამოცხადდა და მას ის ტანსაცმელი ეცვა, რომლითაც ღამის კლუბში დააფიქსირეს.

რაჯამ სერია A-ს პირველი ტურის შეხვედრა გამოტოვა, რადგან ტრავმა აწუხებს და ინდივიდუალურად ემზადება.

იტალიელი ჟურნალისტები მისი საქციელის შესახებ "ინტერის" მთავარ მწვრთნელ ლუჩიანო სპალეტის დაეკითხნენ, რომელმაც განაცხადა, რომ იმედია, ნაინგოლანი პირად ცხოვრებას დაალაგებს და ჭკუას ისწავლის.

შეგახსენებთ, რომ მის სანაცვლოდ "სან სიროს" ბინადრებმა "რომას" 24
მილიონი ევრო გადაუხადეს და ამასთან, დავიდე სანტონი და ნიკოლო ზანიოლოც დაუთმეს.

alt"ინტერი" რაჯა ნაინგოლანის სანაცვლოდ 24 მილიონ ევროს გადაიხდის და ორ ფეხბურთელს დათმობს

altავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისასთვის რაჯა ნაინგოლანი 1 600 ევროთი დააჯარიმეს

მკითხველის კომენტარები / 1 /
მომენატრა ნაინგოლანი რომაში ეგ სულით რომაელია და არა ინტერისტა
ტოტტი
17:28 21-08-2018
5

სიახლეები პოპულარული