"ნაპოლიმ" "მილანს" 0:2-დან თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის ჩემპიონატის მეორე ტურში "ნაპოლი" 0:2-ს აგებდა "მილანთან", მაგრამ საბოლოოდ 3:2 გაიმარჯვა.

რინო გატუზო და კარლო ანჩელოტი. მოსწავლე მასწავლებლის წინააღმდეგ. ანჩელოტიმ ყოფილ შეგირდს მასტერ-კლასი ჩაუტარა.

მატჩის 48-ე წუთზე სტუმრები 2:0 დაწინაურდნენ და თითქოს გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ "ნაპოლი" არ დანებდა და თავისას მიაღწია.

ჯერ ზელინსკიმ დუბლი შეასრულა, შემდეგ კი ალანის პასით მერტენსმა დალაშქრა დონარუმას კარი და "ნაპოლიმ" სტარტზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

ნაპოლი. "სან პაოლო".
ნაპოლი - მილანი 3:2
გოლები: 0:1 ბონავენტურა (14), 0:2 კალაბრია (48), 1:2
ზელინსკი (53), 2:2 ზელინსკი (67), 3:2 მერტენსი (79)

ნაპოლი: ოსპინა, ჰისაი, კულიბალი, ალბიოლი, რუი (ლუპერტო 73), ზელინსკი (დიავარა 72), ალანი, ჰამშიკი (მერტენსი 63), ინსინიე, მილიკი, კალეჰონი

მილანი: დონარუმა, კალაბრია, მუსაკო, რომანიოლი, როდრიგესი, კესე, ბილია (ბაკაიოკო 58), ბონავენტურა (კუტრონე 82), სუსო, იგუაინი, ბორინი (ლაკსალტი 71)

altდე ლაურენტისი: ანჩელოტი ფეხბურთში შემთხვევით მოხვედრილი კეთილი ადამიანია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული