ანგარიში დებიუტში მანძუკიჩმა გახსნა, რომელმაც კუადრადოს მიერ მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთზე მცველებს ჩვეულად დაასწრო. 33-ე წუთზე შესნი გამოსვლაზე შეცდა და ჟერვინიომ საპასუხო გოლი გაიტანა.
58-ე წუთზე მანძუკიჩმა ქუსლით კოხტად უპასა მატიუდის, რომელმაც ძლიერი დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა.
მოკლედ, "იუვემ" უკეთ ითამაშა და სეზონის სტარტზე მიჯრით მესამე გამარჯვება მოიპოვა, რონალდომ კი გოლი ისევ ვერ გაიტანა.
პარმა. სტადიო ენიო ტარდინი".
პარმა - იუვენტუსი 1:2
გოლები: 0:1 მანძუკიჩი (2), 1:1 ჟერვინიო (33), 1:2 მატუიდი (58)
პარმა: სეპე, გობი, ბრუნო ალვესი, იაკოპონი, გალოლო, ბარილა, რიგონი (დეიოლა 60), დი გაუდიო (ჟერავოლო 80), შტულაჩი, ჟერვინიო (და კრუზი 61), ინგლეზე
იუვენტუსი: შესნი, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო, მატუიდი, ჰედირა (დიბალა 80), პიანიჩი (ჩანი), კუადრადო, რონალდო, მანძუკიჩი, ბერნარდესკი (დუგლას კოსტა 55)
მიშელ პლატინი: უცნაურია, რონალდომ "რეალში" ყველაფერი მოიგო და 33 წლის ასაკში "იუვენტუსში" გადავიდა