შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი როსონერის მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ გააკეთა.
"პირველი 20 წუთი ცუდად ვითამაშეთ. 0:2 რომ გამხდარიყო ანგარიში, წავაგებდით. ასეთი თამაშის შემოტრიალება შეუძლებელი იქნებოდა.
მეორე ტაიმში ვიბრძოლეთ, მაგრამ ეს საკმარისი არაა. მეტოქე ვალდებული იყო შესვენებამდე ორი გოლი გაეტანა და მაშინ ყველაფერი დამთავრდებოდა.
ახლა საპრიზო ადგილზე გასვლა სასაცილოა. წინ ხანგრძლივი გზა გველის. გაგვიმართლა, რომ ქულა
თუ თამაშის ხარისხს გამოვასწორებთ, მაშინ რაღაცის იმედი შეიძლება მოგვეცეს".
გონსალო იგუაინი: "მილანს" შეუძლია ბევრს მიაღწიოს
ემანუელსონი: ერთხელ იბრაჰიმოვიჩმა გატუზო ნაგვის ურნაში ჩააგდო