"იუვენტუსს" ძალიან გაუჭირდა აუტსაიდერის ძლევა. მისმა მწვრთნელმა ალეგრიმ როტაციას მიმართა და სათადარიგოთა სკამზე კიელინი, მატიუიდი და კანსელუ დატოვა, ხოლო დუგლას კოსტა დისკვალიფიცირებული იყო.
ბიანკონერიმ თავიდანვე შეუტია და რონალდოს დარტყმული ბურთი კარის ხაზიდან კაპუანომ გამოიტანა.
მეორე ტაიმში ცალკარა თამაში წავიდა, რონალდოს ქუსლურით გოლის გატანა სპორტიელომ არ დაანება, მერე მანძუკიჩმა კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, ხოლო 81-ე წუთზე რონალდომ მაინც გახსნა ანგარიში, კომპენსირებულ დროში კი ბერნარდესკიმ კონტრშეტევაზე მეორედ დალაშქრა მასპინძელთა კარი.
ასე და ამგვარად,
ფროზინონე. "ბენიტო სტირპე"
ფროზინონე - იუვენტუსი 0:2
გოლები: 0:1 რონალდო (81), 0:2 ბერნარდესკი (90+4)
ფროზინონე: სპორტელო, ძამპანო, გოლდანიგა, სალამონი, კაპუანო, მოლინარო, ჩიბა, მაიელო (კრიზეტიტი 48), ჰელფრედსონი (კასატა 85), კემპბელი (ჩიანო 85), პერიცა
იუვენტუსი: შესნი, კუადრადო (კანსელუ 69), რუგანი, კიელინი, ალეკს სანდრო, ჩანი, პიანიჩი, ბეტანკური (ბერნარდესკი 56), დიბალა, მანძუკიჩი (მატიუიდი 85), რონალდო
მესი და "იუვენტუსის" 4 ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ტურის სიმბოლურში