ლეონარდო ბონუჩი: იმედი მაქვს, ფანები ჩემზე ისევ იმღერებენ

AutoSharing Option
"მილანში" გადასვლის გამო "იუვენტუსის" ფანებმა ლეონარდო ბონუჩი შეიძულეს, ტურინში დაბრუნების შემდეგ კი იტალიელი ცდილობს, მათი სიყვარული დაიბრუნოს.

ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ბონუჩის ჰკითხა: "ღალატისთვის ბოდიში როდის უნდა მოიხადო?" ლეონარდო კი მათი პატივისცემის დაბრუნებას თამაშით ცდილობს, რომელიც არცთუ ურიგოდ გამოსდის. იგი დაცვაში საუკეთესოდ თამაშობს, "იანგ ბოიზთან" კი პაულო დიბალას შესანიშნავი გადაცემა შეუსრულა.

"სტვენა, რომელიც ჩემი მისამართით ისმოდა, აპლოდისმენტებში გადაიზარდა. იმედი მაქვს, ფანები ჩემზე ისევ იმღერებენ, ისევე, როგორც ადრე. აქ ჩემი სახლია და მე ბედნიერი ვარ" - განაცხადა ლეონარდო ბონუჩიმ.

"იუვენტუსმა" "იანგ ბოიზი" ტურინში
დიბალას ჰეთ-თრიკით დაამარცხა, ბონუჩიმ კი საგოლე გადაცემა შეასრულა.

altლეონარდო ბონუჩი: ძნელად წარმოსადგენი იყო, თუ მე "იუვენტუსში" დავბრუნდებოდი

altლეონარდო ბონუჩის ტურინში უსტვინეს და შეურაცხყოფა მიაყენეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული