ცნობილი გახდა, ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "რეალთან"

AutoSharing Option
3 იანვარს, ლა ლიგის მეცხრამეტე ტურში „ვალენსია“ „რეალს“ უმასპინძლებს და Plazadeportiva-ს ცნობით, მასპინძლებს ისევ ვერ დაეხმარება მეკარე გიორგი მამარდაშვილი.

გამოცემა იტყობინება, რომ მამარდაშვილი ტრავმის შემდეგ ჯერ მწყობრში ვერ ჩადგა და მის ნაცვლად კვლავ სტოლე დიმიტრიევსკი ითამაშებს, „ღამურების“ სასტარტო შემადგენლობა კი ასეთი იქნება: დიმიტრიევსკი, ფულკიე, მოსკერა, ტარეგა, რიოხა, ბარენეჩეა, გერა, ლოპესი, კანოსი, ალმეიდა, დურო.

გუნდის ახალმა მწვრთნელმა კარლოს კორბერანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მუშაობას ხუთი დღეა შეუდგა, ამ მოკლე პერიოდში რაიმეს გამოსწორება რთულია, გრძნობს დიდ პასუხისმგებლობას და ფეხბურთელების იმედი აქვს, აგრეთვე გულშემატკივრების
მხარდაჭერის.

„ვალენსიას“ ყველა ტურნირზე ბოლო 6 მატჩში გამარჯვება არ მოუპოვებია და 12 ქულით ბოლოსწინა, მეცხრამეტე ადგილზეა.

altFF Awards 2024. საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი მამარდაშვილი გახდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული