სერია A-ს მე-9 ტურში "იუვენტუსი" ტურინში "ჯენოას" დაუზავდა - 1:1.
ანგარიში პირველ ტაიმში რონალდომ გახსნა, მეორე ტაიმში კი დანიელ ბესამ საპასუხო გოლი გაიტანა.
ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ 8 გამარჯვების შემდეგ "იუვემ" ქულები დაკარგა.
გენუურმა გუნდმა გასვლაზე "ბებერ ქალბატონთან" უკანასკნელ 19 მატჩში 4 ქულა მოიპოვა და ბოლო 5 შეხვედრაში პირველად გაიტანა გოლი. ვერაფერს იტყვი, ხორვატ მწვრთნელს ივან იურიჩს მშვენიერი დებიუტი გამოუვიდა.
რონალდომ იტალიის ჩემპიონატზე მე-5, ხოლო ტოპ-5-ის ჩემპიონატზებზე მე-400 გოლი გაიტანა: 84 "მანჩესტერში", 311 "რეალში" და 5 "იუვენტუსში".
ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე "ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესია - 388 გოლი.